LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2014 წლის უკრაინის ომის შემდეგ, არასდროს ვყოფილვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მიმართ ასეთი მხარდაჭერაა, თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა: საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი

“2014 წლის უკრაინის ომის შემდეგ, არასდროს ვყოფილვარ ისეთ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მიმართ ასეთი მხარდაჭერაა, როგორიც საქართველოში აქვთ, ვიტყოდი, რომ თბილისში ყოველ მეხუთე ფანჯარაში უკრაინის დროშაა”- ამის შესახებ ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ  ყოველკვირეულ პოდკასტზე “Geostrategy 360°” ისაუბრა.

“მათ გამართეს დიდი დემონსტრაციები. მთავრობა მუდმივად გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს მთავრობა გაერო-ში თანმიმდევრულად აძლევდა ხმას კენჭისყრას დასავლურ, ანტირუსულ რეზოლუციებს”, – ამბობს ჯონათან ჯანოგლი.

მან აღნიშნა, რომ ერთი სფერო, სადაც ქართველებს დავა აქვთ ეს არის სანქციები.

“ერთი სფერო, სადაც ქართველებს დავა აქვთ, არის სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს რუსეთი არ ჰყავს სანქცირებული. თუ იცით, საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, მაშინ ფაქტობრივად იცით, რომ ისინი ასრულებენ სანქციებს რუსეთის მიმართ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ არ სურთ დიდი დათვისთვის კუდის მძიმედ მოქაჩვა, როდესაც ის ასე ახლოსაა მათთან, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას აძლევენ და უზარმაზარ დახმარებას უგზავნიან“,- განაცხადა ჯანოგლმა.