უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ის და მისი ოჯახი ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან, სიკვდილით ემუქრებიან, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, გადასამოწმებელია, რამდენად არიან აღნიშნული პირები, მებრძოლების ნათესავების წარმომადგენლები.
„ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად.
ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და ჩვენს შვილებს დახოცავენ, დაცხრილავენ. არ გვაპატიებენ, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენო ამ კორესპონდენტებს, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.
მისი თქმით, მას მებრძოლთა ოჯახის წევრებთან პრეტენზია არ აქვს, რადგან ისინი ადამიანები არიან, რომლებიც ნერვიულობენ და დარდობენ.
„მათ კი, ვინც ამას კარნახობს, ცოტა დაფიქრდით, რა იქნება და რა საფრთხეს წარმოადგენს“, – აცხადებს არესტოვიჩი.
მისი თქმით, მას არ აქვს წყენა „მწუხარებისგან შეშლილი“ ადამიანების მიმართ, მაგრამ მათ, ვინც „აზოვის“ მებრძოლების ოჯახს და ახლობლებს ამ იდეას აწვდის, ურჩევს, დაფიქრდნენ, რა „საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას“.
