LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზიაზე Kalush Orchestra-ს მოწოდების შემდეგ, მთელი მსოფლიო „აზოვსტალს“ გუგლავს

ევროვიზიის ფინალში Kalush Orchestra-ს მიმართვას მსოფლიო მასშტაბით რეზონანსი უკვე მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც ჯგუფი კონკურსზე გამოვიდა, მთელი მსოფლიო გუგლში ეძებს სიტყვებს:  „აზოვსტალი“ და „მარიუპოლი“.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ცნობისთვის, ჯგუფმა Kalush Orchestra-მ მსოფლიოს დახმარებისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ აზოვსტალს! ახლავე!“, – აღნიშნული იყო მათ მიმართვაში.

ჯგუფი Kalush Orchestra: გავიმარჯვეთ არა ჩვენთვის, არამედ ყველა უკრაინელისთვის

ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღესაც, ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში ვუმასპინძლოთ – ზელენსკი

რუსლან სტეფანჩუკი: დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სამხედრო ფრონტზე გამარჯვების წინამორბედია, ვიმედოვნებთ, რომ ევროვიზია 2023-ს უკრაინულ ყირიმში ჩავატარებთ