„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება ნატოს სამიტზე,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა გეოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიიღეს.
“ნატო ყოველთვის პატივს სცემს ერების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს”, – განაცხადა მირჩა გეოანამ.
