გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს.
მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება.
„რუსული ძალები სულ უფრო მეტად არიან შეზღუდულნი გაუარესებული შესაძლებლობების, განუწყვეტელი დაბალი მორალისა და შემცირებული საბრძოლო ეფექტურობის გამო. ამ შესაძლებლობებიდან ბევრი არ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ან აღდგეს და, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას უკრაინაში“, – აღნიშნულია განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაში.
