LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

თავი შეიკავეთ ბრაზის და აგრესიის გამოვლენისგან, არ ღირს სხვათა კრიტიკა და განკითხვა.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან სწორედ დღეს გააქტიურდებიან კონკურენტები და ფარული მტრები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

კარგი დღეა ძველი ნივთებისა და ძველი ურთიერთობებისგან განთავისუფლებისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ ცხარე და მარილიანი საკვების მირთმევას, თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, იაგუნდი, ობსიდიანი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.