LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გრძელდება.

აქციის ორგანოზატორები არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.

როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით იწყება “ძალიან მძიმე ამბები თავისუფალი ქართული მედიისთვის”.

ძალიან მძიმე ბრძოლაში შევედით ნიკას დაჭერით, იწყება ძალიან მძიმე ეტაპი ქართული თავისუფალი მედიისთვის: ინგა გრიგოლია

თბილისის პარალელურად, სოლიდარობის აქცია იმართება ბათუმშიც.