უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომელიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის კიდევ სამი თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
დადგენილება ძალაში 24 მაისიდან შევა და 24 აგვისტომდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, 14 მარტს ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 15 მარტს უზენაესმა რადამ დაამტკიცა – შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 მარტიდან 25 აპრილამდე გახანგრძლივდა.
ამის შემდეგ საომარი მდგომარეობა პრეზიდენტის ინიციატივითა და რადას მიერ დამტკიცებით, კიდევ ერთხელ – 21 აპრილიდან გახანგრძლივდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
