პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება გაეწია საქართველოში მყოფ უკრაინელი მოქალაქეებს დღემდე.
“ყველასთვის, ვინც ჩარიცხა თუნდაც ერთი ლარი, ან მოიტანა ტანსაცმელი, ან ტრანსპორტით დაგვეხმარა, ან უმკურნალა, ან სახლი დაუთმო ან ნებისმიერი წვლილი შეიტანა უკრაინელების მოვლაში, წარმოგიდგენთ ანგარიშს გაკეთებული საქმის შესახებ.
მთლიანობაში ორი თვის განმავლობაში მივხედეთ 1500-მდე დევნილს.
განვათავსეთ 965 ადამიანი
კვებით უზრუნველყოფა 989 ადამიანი
სამედიცინო დახმარება 530 ადამიანს
დავასაქმეთ 72
ჩავაცვით 570
თვითმფრინავის ბილეთები 21 ადამიანი
176 – ფსიქოლოგიური დახმარება
ეს ყველაფერი კეთდება უამრავ კომპანიასთან და მოქალაქეებთან თანამშრომლობით”, – წერს ელენე ხოშტარია.
