საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, კლემენტ ბონმა ფრანგულ რადიო J-სთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება.
“ჩვენ გულახდილები უნდა ვიყოთ. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვე, წელიწადი, ან ორი წელი დასჭირდება, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელში მოხდება, ამას დიდი დრო სჭირდება”. – თქვა ბონმა.
ბონმა გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზება, რომ შეიქმნას უფრო თავისუფალი, “ევროპული პოლიტიკური საზოგადოება”, რომელიც უკრაინის უფრო სწრაფად ინტეგრაციას დაეხმარება და დასძინა: “არ მინდა უკრაინელებს რაიმე ილუზია ან ტყუილი შევთავაზო”.
