LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომაროება ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა

უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომაროება ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილებას მხარი 320 დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე გახანგრძლივებასაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავდა. მანამდე დღესვე რადაში სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის რადას სხდომა საჰაერო თავდასხმის შესახებ სიგნალის გამო დროებით შეწყდა და დეპუტატები თავშესაფარში გადავიდნენ.

საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი განგაშის სიგნალი უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში იყო გამოცხადებული.

მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს: პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში