LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდში ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში, (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში, იტალიის ნაკრები დაამარცხა.

„ვულოცავთ ჩვენს სახელოვან პარამოფარიკავეებს – ირმა ხეცურიანს, ნინა თიბილაშვილს, გვანცა ზადიშვილს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს, გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“, – აღნიშნულია პარალიმპიური კომიტეტის განცხადებაში.