LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავიდანვე გავაანალიზეთ, რომ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.. ვიცოდი, რომ დიდ სირთულეებს გაუმკლავდებოდა”, – ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ბრიტანულ Vogue-თან ომზე, მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა.

„ჩვენ თავიდანვე გავაანალიზეთ, რომ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მე ვიცოდი, რომ ის დიდ სირთულეებს გაუმკლავდებოდა და ისიც ვიცოდი, რომ ეს რთული იქნებოდა. სამი წლის წინ არავინ ელოდა, რომ ასეთი საშინელი გამოცდა გველოდა.

ბავშვებისთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ისინი ყველაფერს ხედავენ და აღიქვამენ ისე, როგორც ყველა ბავშვი უკრაინაში, ჩვენ ამ ყველაფერზე ხშირად ვსაუბრობთ, რადგანაც იმაზე ლაპარაკი, რაც გვტკივა განსაცდელს გვიმსუბუქებს“, – ამბობს ზელენსკა.

ვერავინ წამართმევს ქმარს, ომიც კი: ოლენა ზელენსკა ომის დაწყების დღეს იხსენებს