დასავლური მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვილნიანსკის რაიონის სოფელზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია, თუმცა არის მსხვერპლი.
„22 მაისს, 02:44 საათზე, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის ვილნიანსკის რაიონის სოფელში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით რაკეტები გაუშვეს“, – დაწერა რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
