LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

„23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს. 23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.