LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა 2 შვილი მოკლა და ცოლი დაჭრა, დანაშაული თურქეთში მოხდა – მედია

21 მაისს, უკრაინელმა, რომელმაც თურქეთში თავშესაფარი მიიღო, სასტუმროში ორი ბავშვი დანით მოკლა და ცოლი დაჭრა. ამის შესახებ თურქული გაზეთი Сumhuriyet იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ყველაფერი ანტალიის რეგიონში, ალანიაში აპარტ-ოტელში მოხდა. სავარაუდოდ, წყვილმა იჩხუბა და კონფლიქტის დროს 38 წლის უკრაინელი ცოლს და შვილებს დანით დაესხა. მეუღლე დაჭრილია, ბავშვები დაიღუპნენ. მათგან ერთი ექვსი წლის გოგონაა, მეორე კი ოთხი წლის ვაჟია.

მეზობლებმა გაიგონეს მისი ყვირილი და პოლიცია გამოიძახეს.

“მისამართზე პოლიციის რაზმები მივიდნენ და დახვდნენ, რომ მამაკაცი დაჭრილი ცოლ-შვილის უსიცოცხლო ცხედრებთან იჯდა. იგი დააკავეს”, – ნათქვამია სტატიაში.

მასალაში არ არის მითითებული სახელები, მაგრამ არის მათი ინიციალები.

Newsroom-ის ცნობით, ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს ხარკოვის საქალაქო საბჭოს ყოფილი მოადგილე ოლექსი ნავროცკი (აირჩიეს 2015 წელს).