პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. ეს გადაწყვეტილება პარასკევს უკვე დაადასტურა საქართველოს მთავრობამ. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს.
პენსიების გაცემის ახალ ტენდერში განსაზღვრულია ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან დგინდება, რომელიც ამჟამად 10.8%-ია.
ამას ემატება 15%. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი, ამ მოცემულობით 25.8% იქნება.
სტატისტიკის მიხედვით, 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო სესხი აქვს აღებული.
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან განიხილავს ვაჟა მენაბდე – „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ განიხილავს.
– ვაჟა, პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. ჩემთვის და ალბათ ბევრი ადამიანისთვის არ იყო კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნებოდა გამარჯვებული და ვინ მოიგებდა ტენდერს.
თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო ეს გამარჯვება?
– ვიტყოდი, რომ მოულოდნელი არაფერი იყო. რა თქმა უნდა, იყო ალბათობა, რომ შეიძლებოდა, სხვა ბანკიც დაინტერესებულიყო.
თუმცა გულის სიღრმეში ჩვენც გვქონდა მოლოდინი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენზე კარგად არავინ იცის რა მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი და რამხელა კაპიტალური დაბანდებები დასჭირდებოდა სხვას, ვისაც არ აქვს გამოცდილება და ინფრასტრუქტურა პენსიის გაცემის.
ბუნებრივია, გამორიცხული არაფერი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მოლოდინები გამართლდა და მოხდა ის, რაც მოხდა.
„ლიბერთი“ კვლავ გააგრძელებს პენსიების დარიგებას, რაც საამაყოა. ჩვენთვის ყველაზე დიდი პატივია, რომ ჩვენს პატივსაცემ თაობას და არამარტო მათ, კიდევ შვიდი წელი ექსკლუზიურად მოვემსახურებით.
– პირობები ცოტა შეიცვალა. ერთია, რომ სახელმწიფო 15 მილიონ ლარს გადაუხდის „ლიბერთი ბანკს“ იმისთვის, რომ უზრუნველყოს ის ხარჯები, რაც უკავშირდება პენსიის დარიგებას.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ პენსია არ რიგდება მხოლოდ დიდ ქალაქებში და ის მიდის ბევრ ისეთ სოფელში, სადაც უბრალოდ ავტოტრანსპორტიც არ მიდის ხოლმე. ასევე დადგინდა სამომხმარებლო სესხის ზედა ზღვარი, რომელიც პენსიონერებისთვის გაიცემა.
ეს პირობები მისაღები რომ არ ყოფილიყო, ალბათ თქვენც ვერ მიიღებდით ტენდერში მონაწილეობას, მაგრამ ახალი პირობები პრობლემებს ხომ არ შექმნის, ან რამე გადახედვა ხომ არ იქნება საჭირო?
– პრობლემებს ნაკლებად შექმნის, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება.
პრობლემები იქნებოდა, ჩვენ რომ მიგვეღო გადაწყვეტილება და გვეფიქრა, რომ არ იყო ეს საკითხი საინტერესო. ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა, არ ვიცი, რადგან მსურველი ფაქტობრივად სხვა არავინ დარჩა და შესაბამისად ხელახალი ტენდერი იქნებოდა საჭირო, ალბათ სხვა პირობებით.
სატენდერო პირობების მოდელი გაჯანსაღდა, შესაბამისად შესაძლებელი გახდა სესხებზე საბაზროზე დაბალი ფასის შეთავაზება.
სესხი არის ისეთივე პროდუქტი, როგორც ნებისმიერი სხვა და შესაბამისად კონტრაქტი არეგულირებს გასაცემების დარიგებას.
სესხი საერთოდ რომ არავის აეღო, ხომ არ შეიძლებოდა, რომ „ლიბერთის“ მისი დარიგება გაეგრძელებინა.ყველაფერს ვიხილავდით და ფინანსურად რომ გავაანალიზეთ, ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იყო, ტენდერში შევსულიყავით.
პარასკევს ოფიციალურად დადასტურდა კიდეც, რომ გამარჯვებული არის „ლიბერთი ბანკი“.
– სესხებზე ზედა ზღვარი დაწესდა, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ირიბად დაასუბსიდირა პროცენტი აჩვენებს იმას, რომ უფრო დაბალ პროცენტში ამ სესხის გაცემა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ახლა კი პირობები გაცილებით გაუმჯობესდება 2023 წლიდან.
– გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ჩვენც ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და ბევრი კვლევა ჩავატარეთ და ხაზგასმით და არგუმენტებით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი აქამდე არსებული განაკვეთი არათუ საბროკერო, როგორც ვიცი, საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო. რაც შეეხება სუბსიდიას, როგორც თქვენ თქვით, ამას პირდაპირ ვერ დავარქმევდი.
– ირიბად, შეიძლება ითქვას.
– ეს უფრო, მოდი, ასე ვთქვათ, შესწორებაა. როდესაც ბანკი ახორციელებს მომსახურებას, სახელმწიფოს დაკვეთით პენსიებისა და სხვა გასაცემლების დარიგებას, ამაში უნდა მიიღოს ფული, დანარჩენი კრედიტი იქნება თუ სხვა თანმხლები პროდუქტები, ბუნებრივია თავისი წილი მოგება შემოაქვს.
ეს უკვე დამატებითი ბენეფიტია და 2 კომპონენტის შეფასებით საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება და ასევე, მაინც ჩავთვალეთ, რომ ცოტა უპასუხისმგებლობაც შეიძლება ყოფილიყო ჩვენგან, რომ ტენდერზე უარი გვეთქვა.
ყველაფრის გათვალისწინებით მოხდა ის, რაც მოხდა. ლიბერთი ბანკი აგრძელებს, ამ კონტრაქტის მომსახურებას.
– რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების პორტფელს, იმ მოტივით, რომ მომავალი წლიდან კიდევ უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი იქნება, ხომ არ ელოდებით, რომ პორტფელის ზრდის ტემპი ცოტა შემცირდეს?
– არ ველოდები მკვეთრ ცვლილებებს. გარკვეული რისკშეფასებები გვაქვს. რისკის კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არ იცვლება სურათი.
მომხმარებლის მხრიდანაც რომ შევხედოთ, თუ მას თანხა სჭირდება და სესხის თანხა არის დაახლოებით 1000 ლარი, უხეშად რომ ვთქვათ, 4.5%-ით იაფდება განაკვეთი.
თვეში სხვაობა არის 3-4 ლარი. ვფიქრობ, რომ 3-4 ლარი მოთხოვნას არ გაზრდის.
თუ ადამიანს სჭირდებოდა თანხა, რაიმეს შესაძენად, ან სამკურნალოდ და ხარჯების დასაფინანსებლად, 3-4 ლარი არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიმღები.
ეს არც შემცირების ან ზრდის კუთხით არ იმოქმედებს და აქ რომ ყოფილიყო საუბარი უფრო დაბალ განაკვეთზე, პირობითად 18 %-ზე, საერთოდ აღარ უნდა შევსულიყავით ამ ტენდერში, ან თუ შევიდოდით, სესხების მნიშვნელოვან ნაწილს შევზღუდავდით.
რისკის ფასი გადაწონიდა მომგებიანობას.
– ჩვენს მკითხველებსა და მსმენელებს შორის არიან პენსიონერები, ალბათ აინტერესებთ, თუ იგეგმება სერვისცენტრების განახლება, ან მომსახურების პირობების გაუმჯობესება. იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს ეს პროცესი ჩვენი უფროსი თანამოქალაქეებისთვის.
– ეს მუდმივი პროცესია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, ფილიალების განახლება უნდა მოხდეს და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ზოგიერთ წერტილში, ქსელის გაფართოებას ვგულისხმობ. პერიფერიაზე ჩვენ ისედაც ყველგან ვართ წარმოდგენილი და გვინდა სოფლებში ადგილზევე შევძლოთ მომსახურების გაწევა.
სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გვაქვს საინტერესო პროექტები.
საბანკო მომსახურებას რაც შეეხება, ისედაც პრაქტიკულად ყველაფერი უფასო ჰქონდათ ყველაფერი და ეს შესაბამისად ასეც დარჩება.
