LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რამაზ თოლორდავა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა.

“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამავე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რამაზ თოლორდავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლაივპრესის“ ცნობით, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობაა.

რამაზ თოლორდავა, რომელიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოში პროპორციული წესით იყო არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით.

მისი გარდაცვალების შემდეგ, საკრებულოში მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში რიგითობით შემდეგი პირი ჩაანაცვლებს.