LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა-1-ის პილოტმა მონაკოში „ფერარის“ ისტორიული ბოლიდი დაამტვრია

2022 წელს მონაკოში რიგით მე-13 Monaco Hostoric Grand Prix გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მრბოლელებმა 1930-80-იანი წლების ბოლიდებით საჩვენებელი მსვლელობა მოაწყვეს. რბოლის ერთ-ერთი მონაწილე ადგილობრივი სპორტსმენი შარლ ლეკლერი გახდა – პილოტი ისტორიული „ფერარის“ საჭესთან დაჯდა და მრავალრიცხოვან ინციდენტთა შორის ერთ-ერთის მონაწილე გახდა.

შარლს ბოლიდი Ferrari 312B3 ანდეს, ავტომობილი რომლითაც 70-იან წლებში ნიკი ლაუდა გამოდიოდა. იმის გამო რომ ლეკლერი კლასიკური ავტომობილებით რბოლის მონაწილე არ იყო, ტრასაზე მარტო გადაადგილდებოდა და ამიტომ სერიოზულ ავარიას აარიდა თავი.

პირველ ეტაპზე ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ავარია სპორტსმენის მიზეზით მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ პილოტი არაფერ შუაშია. აღმოჩნდა, რომ დამუხრუჭების დროს სამუხრუჭე მექანიზმი გაფუჭდა და ავტომობილის ამოტრიალების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.