ბოლო ორი წელია, რაც ჩემთვის გამოჩნდა, რომ ესენი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზად არიან, დასავლეთიდან კრიტიკა პრაქტიკულად, ფეხებზე დაიკიდონ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე რუსეთის კაცი თუ სხვა რეალობა გამოჩნდა დღეს.
“უკრაინასთან მიმართებაში გამოჩნდა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მთელი დედამიწა უდგას გვერდში, ამ დროს ესენი დგანან და ზოგი, ზელენსკის ლანძღავს, ზოგი მის მრჩეველებს. რაღაც საგიჟეთი აქვთ მოწყობილი, იმის გამო, რომ უკრაინიდან იძახიან, რომ ივანიშვილი რუსებს ეხმარებაო და ნდობა არ გვაქვს მისიო.
ოცნების ამომრჩეველს იმის სჯერა, რასაც ჩაუდებენ, სჯერათ რომ ესენი ფრთხილები არიან.
სინამდვილეში, ამ ყველაფრის ფინალი შეიძლება ეგ იყოს, რომ რუსეთმა სრულიად მოუმზადებელი შეიძლება გადაგვყლაპოს, იმის გამო, რომ ერთ ადგილს არ ვანძრევთ. ილუზიაში ვართ, ვითომ თუ გავჩუმდებით, რუსეთი აღარ გაგვეკარება. ამ სისულელის სჯერათ.
ჩემთვის ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, გარდა საკუთარი ძალაუფლებისა და ფულისა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
