შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნება.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, დღეს დაიწყება ოთხდღიანი ფორუმი, სადაც ბიზნესლიდერების დღის წესრიგის მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე არ არიან რუსული ინსტიტუტები, ისევე როგორც პოლიტიკოსები, აღმასრულებლები და ა.შ.
