LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გამომწერეს.. არ არის პატარა საქართველო?“ – უკრაინაში მებრძოლი ქართველი კიევიდან ვიდეოს ავრცელებს

ნადიმ ხმალაძე კიევიდან ვიდეოს ავრცელებს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“დღეს გამომწერეს კლინიკიდან, ბედნიერი ვარ, მიხარია. თავისუფლება მაგარი რამე ყოფილა.

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს , ასევე ვულოცავ რამინ გობაძეს დაბადების დღეს”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ქართველი მებრძოლი.

ვიდეო – პირდაპირი ბრძანებაა მიღებული რუსეთიდან, რომ არც ერთი ქართველი ტყვედ არ აიყვანოთ ადგილზე დახვრიტეთო: უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე

შეგახსენებთ, ზარინის ნივთიერებით რამდენიმე ქართველი სამხედრო ოკუპანტებმა მოწამლეს. მებრძოლები მკურნალობის კურსს გადიან.

 

 

„ვეღარ ვხვდებით რა ხდება“ – ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა

„ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი“ – რას წერს ქაცარავა მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?