LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზე იყო დღეს და გონება განათებია – ხაბეიშვილი პრეზიდენტზე

“ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. მზე იყო დღეს და გონება განათებია სალომე ზურაბიშვილს და ამბობს ავტორიტარიზმია ქვეყანაში პრობლემა გვაქვს და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო”, – ასე გამოეხმაურა ენმ-ის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

“ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. იგივე, სასამართლოს  არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილის და გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება და ასევე, როცა ავტორიტარიზმზე საუბრობს, ასევე მას აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ ამას არ აკეთებს, ის გვიყვება რა პრობლემებშიც ვართ და ვიცით და იციან საქართველოს მოქალაქეებმა და შემოგვჩივლა, მე კი ყველაფერი ვიცი, ინსტრუმენტებიც კი მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო”, – ამბობს ხაბეიშვილი.

ევროპულ გზაზე პირველად რეალური შანსი გაჩნდა – ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები გვაპატიებენ – ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დღეს, 26 მაისს ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა ორ სიტყვად ითქმის – ძალა ერთობაშია