დღეს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელამ შეასრულა. ასევე, წელს პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი სახელმწიფო კაპელას, გორის ქალთა კამერული გუნდის, სამების საპატრიარქო ტაძრისა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდების შესრულებით.
ცერემონიალზე იმყოფებოდა თბილისის მერი, კახა კალაძე მეუღლესთან ერთად.
მოგვიანებით, კახა კალაძემ მოქალაქეებთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაუზიარა საზოგადოებას საკუთარ ოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზე, რასაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
დედაქალაქის მერის ოჯახის ჩაცმულობამ ტრადიციულად კვლავ აღფრთოვანება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა.
„საამაყო მერი,თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით“
„ძალიან ორგანიზებული და ლამაზი ღონისძიება იყო“
„არაჩვეულებრივი ღონისძიება იყო! ჯერ რომ არ ყოფილა, ისეთი“

„დახვეწილი და გემოვნებიანი ოჯახი“
„მართლაც საამაყო კახი გვყავს თავისი ლამაზი ოჯახით“
„საუკეთესო მერი, საუკეთესო ოჯახი“
„მიყვარს ეს ლამაზი ოჯახი და ვუსურვებ ულევ ბედნიერებას და წარმატებებს“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
ფოტო: ანუკი არეშიძე თეთრ პიჯაკსა და შარვალში შეუდარებლად გამოიყურება


