რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინელი ძმები ემსხვერპლნენ.
როგორც უკრაინული მედია წერს, 47 წლის ოლეგი და 39 წლის დიმიტრი ერთსა და იმავე დღეს დაიღუპნენ დონეცკის ოლქის სოფელ ნოვოსელოვკასთან.
უკრაინული მედიის ცნობით, ორივე ძმას ორი შვილი დარჩა. მედიის ცნობით, ომში წასვლამდე ოჯახი სწორედ ბავშვების მიზეზით ცდილობდა მათთვის გადაეფიქრებინა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, თუმცა ძმები ომის დაწყებიდანვე შეუერთდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს, რათა დაეცვათ უკრაინა დამპყრობლებისგან.
“ძმები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გადაეყვნათ.. უნდოდათ ეთხოვათ, თუ შესაძლებელი იყო სხვადასხვა ოცეულში გაეგზავნათ, რომ ტრაგედიის შემთხვევაში ერთი ცოცხალი დარჩენილიყო”,- წერს მედია.
ოლეგის 15 წლის ვაჟი და 9 წლის ქალიშვილი მარია დარჩა, დიმიტრის კი, რომელიც ომამდე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა, 17 წლის დენისა და 10 წლის დიანა დარჩა.
