LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ უნივერსიტეტში სწავლობდა ამერიკის ვიცე პრეზიდენტი..“ – ქართველი გოგო, რომელიც University of Wyoming-ში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ნინი გეგიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში University of Wyoming-ში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ჩაირიცხა. ინფორმაციას Entrepreneur Georgia ავრცელებს.

“პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი განსაკუთრებით პოპულარულია, ვინაიდან ამ უნივერსიტეტში სწავლობდა ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი.

ასევე აქ სწავლობდა კარლ ჰარცელი, საქართველოდან კი – დიმიტრი ცქიტიშვილი” – განაცხადა ნინიმ Entrepreneur-თან საუბრისას.