უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებს ეწვია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის. თქვენ რისკავთ თქვენს სიცოცხლეს ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობა, რომ იცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!”, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.
ზელენსკი შესაბამისი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში ოპერატიულ ვითარებას გაეცნო და სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.



