LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ძალებმა ხარკოვი მას შემდეგ დაბომბეს, რაც ზელენსკის ქალაქში ჩასვლის შესახებ ცნობილი გახდა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი მას შემდეგ დაბომბეს, რაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქში ჩასვლის შესახებ ცნობილი გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი.

შეგახსენებთ, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა.