LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს არგუმენტად – დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს არგუმენტად“. მისივე თქმით, „დადგა დრო ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი.

ზელენსკის განცხადებით, „ევროპაში განხეთქილებები უნდა შეწყდეს, რადგან შიდა დავები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახალისებს, მეტად განახორციელოს ევროპაზე ზეწოლა“.

„ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან, მხოლოდ ძალას აღიქვამს რუსეთი არგუმენტად. ეს დრო დადგა. დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი. უკრაინამ საკუთარი მაგალითით უჩვენა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ ქვეყანაში 24 თებერვლიდან მაქსიმალური ერთიანობაა, ყველა მუშაობს ერთი შედეგისთვის – ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ამის დამსახურებით შესაძლებელი გახდა ის, რასაც მსოფლიო არ ელოდა: უკრაინამ რუსეთის არმია შეაჩერა – მისი კი ყველას ეშინოდა, ხომ გახსოვთ? – და შეძლო თავისი დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მეტი ერთიანობა – ეს არის ამ სიძლიერის ფუნდამენტი. და ბოლოს, უნდა შეწყდეს ნებისმიერი განხეთქილებები ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს რუსეთს, რომ მეტად განახორციელოს თქვენზე ზეწოლა“ , – მიმართა ზელენსკის ევროპარლამენტს.