LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინას არ გაუგზავნის ისეთ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს მისწვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინას არ გაუგზავნის ისეთ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს მისწვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, განცხადება გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში დიდი რადიუსის სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის ემზადება.