უკრაინული მედიის ცნობით, „რაშისტებმა“ ფრანგი ჟურნალისტი, BFMTV არხის ახალგაზრდა კორესპონდენტი ფრედერიკ ლეკლერკი მოკლეს.
ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაის განცხადებით, რეგიონიდან ევაკუაცია შეწყდა – დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც 10 ადამიანის გაყვანას აპირებდა.
„ევაკუაცია ოფიციალურად შეწყდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც ხალხის გაყვანას აპირებდა. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი. ჩვენი ჯავშან-ევაკუაციის მანქანა რეგიონიდან 10 ადამიანის გამოსაყვანად მიდიოდა, ის მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოხვდა.
ჭურვის ფრაგმენტებმა მანქანის ჯავშანი გახვრიტა, აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი ევაკუაციის შესახებ სიუჟეტის კეთებისას კისერში სასიკვდილოდ დაჭრეს, საპატრულოს პოლიციელი ჩაფხუტმა გადაარჩინა.“– განაცხადა სერგეი გაიდაიმ.
