„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ წამყვანი და პროდიუსერი, ირაკლი მაქაცარია სტუმრობდა, რომელმაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:
როცა არაკორექტული რამ იწერება, არ არის სასიამოვნო და გამაღიზიანებელია, თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში გამომიმუშავდა თვისება, აღარ ვაქცევ ყურადღებას, არც სოციალურ სივრცეში ვაქტიურობ. სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე დისკუსია არ არის ჯანსაღი, მაგრამ ამას ვერავის დაუშლი. ამიტომ, მეც და ლიზაც ვცდილობთ ნაკლებად ვიაქტიუროთ, ჩვენი ყოველი დადებული ფოტო გადადის ხოლმე სტატიაში და ეს არის გამაღიზიანებელი. მინდა შენი ეთერით ვისარგებლო და ლიზას კიდევ ერთხელ გამოვუტყდე და ვუთხრა, რომ დედამიწაზე ყველაზე ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემთვის შემავსებელი გრძნობა და მინდება, რომ ეს გაუზიარო და ვუთხრა. რაც შეეხება ლიზას დამოკიდებულებას, ის უფრო მგრძნობიარეა, ვთლი, რომ ზედმეტია, როდესაც ადამიანი ფოტოს დებს და ამ ფოტოზე სხვადასხვა სააგენტო სტატიას წერს. ლიზაც ცდილობს ამას დიდი ყურადღება არ მიაქციოს. იყო 2020 წლის 21 აგვისტო, როდესაც მე ის პირველად დავინახე, 22 რიცხვში კი მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი… თავიდან მიმოწერის რეჟიმში ვიყავით, ამ პროცესშიც ვგრძნობდით ინტერესს ერთმანეთის მიმართ. ეტაპობრივად და სასიამოვნოდ განვითარდა ურთიერთობა, რაც მე ძალიან მახარებს. ხელის თხოვნა მოხდა ძალიან ვიწრო წრეში, არავინ არ იცოდა ამის შესახებ, ერთადერთი თომამ იცოდა, რომელიც მომეხმარა ყველაფრის დაგეგმვაში. იმ დღეს ვუთხარი ოჯახის წევრებსაც.
View this post on Instagram
