LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება

„უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის – არ გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას

ზელენსკი: ვუახლოვდებით წერტილს, როდესაც რუსეთს მოუწევს იარაღის გადადება და დიპლომატია