LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო ნივთიერებათა ნამდვილი საგანძური

დღეს არ დავარღვევ ტრადიციას და გირჩევთ შეუცვლელ და ძალიან სასარგებლო პროდუქტს, რომელსაც მწვანე ხახვი ჰქვია. მისი ყიდვისას უნდა გახსოვდეთ, რომ უკეთესია მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები, მკვრივი თეთრი თავით. ყურადღებით დააკვირდით მწვანე ხახვის ფოთლებს – ის არ უნდა იყოს ლორწოვანი, თეთრი ნადებით და გამომშრალი. ამ არაჩვეულებრივი ბოსტნეულის ღერო უნდა იყოს გლუვი და დაუზიანებელი. მომჭკნარი და გაყვითლებული ფოთლები, შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს.

უნდა იცოდეთ მწვანე ხახვის შენახვაც. ის შესანიშნავად ინახება მაცივარში, სასურველია მოათავსოთ ცალკე კონტეინერში. გამოყენების წინ რეკომენდებულია წყალში გავლება და გაშრობა. მწვანე ხახვი დიდხანს არ ინახება. გარდა დაჭკნობისა პროდუქტი სასარგებლო თვისებებსაც კარგავს. ძალიან მარტივი და სასარგებლოა მწვანე ხახვის გაშრობა და ისე შენახვა, ვინაიდან მშრალი ფორმით ის კარგად ინარჩუნებს C ვიტამინს.

მწვანე ხახვის ფოთლებში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე თავად ბოლქვში. მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, C ვიტამინის შემცველობა მასში 2-ჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში, 4-ჯერ მეტი ვიდრე ვაშლში და 6-ჯერ მეტი ვიდრე კარტოფილში. განსაკუთრებით გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. 100გრ მწვანე ხახვი უფროსი ადამიანისთვის C ვიტამინის დღიურ ნორმას შეიცავს. მწვანე ხახვის ფურცლებში შედის კაროტინი და B ჯგუფის ვიტამინები. ხახვის ფოჩებში არის ასევე ქლოროფილი, რაც სისხლის რეპროდუქციას უწყობს ხელს.

ხახვის გამოყენება ბევრს არ უყვარს, არადა სულ ტყუილად. ის სასარგებლო ნივთიერებათა ნამდვილი საგანძურია და სასურველია ჩვენს ყოველდღიურ მენიუში ჩავრთოთ. ხახვი შეიცავს ფიტონციდებს – მცენარეულ, ნატურალურ ანტიბიოტიკებს, რის გამოც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის საშუალებად მიიჩნევა. გარდა ამისა, არაჩვეულებრივად აცხრობს ხველას. ხახვი მდიდარია ეთერზეთების, ვიტამინებით, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინებითაც, მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით რკინით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, მანგანუმით, ფტორით, ფოსფორით, იოდით, თუთიით, ფლავონოიდებითა და მცენარეული ჰორმონით – გლუკინინით. ხახვი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნასა და გაწმენდას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე, გვმატებს მადას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.