LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ტრაგედიაა!“ – დიმა ბილანმა რუსეთის ღია მხარდაჭერისგან თავი შეიკავა

რუსი მომღერალი დიმა ბილანი, რომელიც პუტინის ფავორიტთა სიაშია, ღიად არ საუბრობს რუსულ აგრესიაზე უკრაინაში. მომღერალი „კომსომოლსკაია პრავდასთან“ საუბარში არც გმობს, მაგრამ არც აქებს რუსეთის აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე: „ახლა ყველა საუბრობს 8 წელს,  როცა ეს კონფლიქტი მძაფრდებოდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს 8 წელი გამომეპარა, ახლა ვიწყებ ამაზე ფიქრს, ახლა ვაანალიზებ“- ამბობს დიმა ბილანი

ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს რუსეთის მიერ დაწყებულ სპეცოპერაციას, მუსიკოსი პასუხისგან თავს იკავებს: „ეს ნამდვილად ტრაგედიაა, ამაზე ადრე ბევრი უნდა გველაპარაკა. შემიძლია გითხრათ, თუ დონბასის მოსახლეობას შემოქმედებითად დავჭირდები, მათ გვერდში დავუდგები, სხვას ვერაფერს ვიტყვი“ – დასძენს ბილანი.