LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის განსაკუთრებულია „არ დაიდარდო“, მინდა მთელი გულით მოგილოცოთ დაბადების დღე, მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული და პატივისცემა“ – ნოდიკო ტატიშვილი

ყველაზე რეიტინგული რადიოსადგური საქართველოში – „არ დაიდარდო“ 1-ელ ივნისს 18 წლის გახდა. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც „არ დაიდარდოსთან“ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, ჭეშმარიტად ქართულ ტალღას იუბილეს ულოცავს.

ნოდიკო ტატიშვილი: გილოცავთ დაბადების დღეს ჩემო მეგობრებო. თქვენ იცით, რომ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ, თან ძალიან კარგი. ჩემთვის განსაკუთრებულია „არ დაიდარდო“, როგორც ყველაზე ქართული რადიო, რომელსაც უსმენს აბსოლუტურად ყველა, დიდი თუ პატარა. მინდა მთელი გულით მოგილოცოთ დაბადების დღე. მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარული და პატივისცემა.