საქართველოს საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვას აანონსებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, პანაშვიდი 4 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.
საპატრიარქოს ცნობით, მათი სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინება:
„გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.“
