LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლიანი პაუზის შემდეგ, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებას იწყებს

30 წლიანი პაუზის შემდეგ, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებას იწყებს. „მიმინოში“ ზაფხულის ბოლოს შიდა ფრენები ბათუმის და მესტიის აეროპორტებიდან 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება. ინფორმაციას BMG ავრცელებს, რომელიც აეროპორტის მფლობელ – “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ესაუბრა.

დავით ტეფნაძეს თქმით, აეროპორტი, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო – საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. „ფრენების ზუსტი ფასების თქმა ამჯერად არ შემიძლია, თუმცა ის იმ ფასების დიაპაზონში მერყეობს, რაც ქვეყანაში შიდა ფრენებზეა“, – აღნიშნა ტეფნაძემ BMG-ისთან.

მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება. „აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები,” – დასძინა “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.