LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ სად აეწყო და როგორია მებრძოლი, რომელიც ქართველმა ექიმმა უკრაინის დასახმარებლად შექმნა

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა Star Wars-ის მებრძოლი შექმნა, რომელიც უკრაინას დაეხმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Star Wars-ის მებრძოლი X-wing ძალიან მიწიერი ავტოფარეხიდანაა.

იდეა ეკუთვნის აკაკი ლეკიაშვილს, ქართველ ექიმს ატლანტაში, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ლეკიაშვილი პროექტზე 6 წელი მუშაობდა და ახლა უკვე მზად არის, თავისი ძალა სიკეთისთვის, “ბოროტების იმპერიასთან საბრძოლველად” გამოიყენოს. მისთვის ეს უკრაინისთვის ფულის შეგროვებას ნიშნავს.

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა Star Wars-ის მებრძოლი შექმნა, რომელიც უკრაინას დაეხმარება