LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს და ყველა ამას უნდა შეეგუოს – ზურაბიშვილი მმართველ გუნდთან გამიჯვნაზე

პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს – შეიძლება იყოს პირადი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ უნდა გადაიქცეს, თავისთავად, როგორც პოლიტიკური პრობლემა – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ შეკითხვას, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის გამო, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტის მმართველ გუნდთან, შესაძლო, გამიჯვნას ეხებოდა.

როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არჩევისა, ის არის ზეპარტიულის და ინსტრუქციებს არ იღებს.

„ეს არის ნორმა, მართალია და არაერთხელ მითქვამს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერით ვიყავი არჩეული. პირველივე დღიდან, ნათელი იყო, თუმცა ზოგ – ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი, ზეპარტიული, არ ვარ არცერთი პარტიის ხელში, არც მის ინსტრუქციებს არ ვიღებ და არც მაინცდამაინც ვარ ვალდებული შეფასებები და პოლიტიკური ხედვა მქონდეს მათთან გაზიარებული. კარგია ქვეყანაში თუ არის მრავალფეროვნება. პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს. მე პერსონალურად არ ვსაუბრობ არავისზე არასდროს. არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ეს მქონდა ოპოზიციასთან და ეს მაქვს „ოცნებასთან“. ჩემი მთავარი მიმართულება არის, რომ ის პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და რომელიც წერია კონსტიტუციაში, ამ მიმართულებით ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები. თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, შეცდომები და არათამიმდევრული ნაბიჯები, მგონია უნდა დავუბრუნდეთ ამ ნაბიჯებს და ყველანი ერთად ვიმუშაოთ. შეიძლება იყოს პირადი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ უნდა გადაიქცეს თავისთავად როგორც პოლიტიკური პრობლემა. ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს – ჩვენ მივაღწიოთ იმ ჩვენს მიზნებს და ამისთვის მაქსიმალური ერთიანობაა საჭირო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ვერაფერს ვერ ვხედავ, ივანიშვილი წელიწად-ნახევარია არ მინახავს“ – პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველობაზე