LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბათუმის აეროპორტში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი – Greenport გაიხსნა.

ახალი კაფე-რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს შესთავაზებს. TAV Airports-ის შვილობილმა კომპანია BTA-მ აღნიშნული კვების ობიექტის მოწყობაში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.