„ვერაფერს ვერ ვხედავ, ივანიშვილი წელიწად-ნახევარია არ მინახავს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ კითხვას, ხედავს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გავლენას და თუ ხედავს მის გავლენას უშუალოდ ქართული ოცნების ნაბიჯებში, ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში.
„მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს წელიწად-ნახევარია, აზრზე არ ვარ, ვისთან არის კონტაქტში ან არ არის კონტაქტში და რა შეიძლება იყოს მისი გავლენა ან არგავლენა“, – თქვა ზურაბიშვილმა.
