LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ღარიბაშვილთან ყავას დავლევდი და რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა

ღარიბაშვილთან ყავას დავლევდი და რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გახარიამ განაცხადა, რომ იქ ღარიბაშვილიც იყო.

„ახლა ისე არ გამოვიდეს, ამერიკაში იყავი და იქ მიშას შეხვდითო. სხვათა შორის, პრემიერს კინაღამ შევეყარე, ღარიბაშვილიც იქ იყო“, – განაცხადა გახარიამ.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა პრემიერთან შეხვედრისას, გახარიამ ასე უპასუხა: „არაფერი, ყავას დავლევდით და რამეზე ვისაუბრებდით.

“რამდენიმე რჩევას მივცემდი, გამოადგებოდა. ეს ორი – ყოფილი და მოქმედი პრემიერის საქმეა, ეს პროცესი გადაივლის, რომელიც ქვეყნისთვის მართლა მნიშვნელოვან საკითხს ეხება და შემდეგ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად, ღარიბაშვილს კი არა, ეშმაკსაც შევხვდები“, – განაცხადა გახარიამ.