ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ცნობილი მოდელი, ნეკა დოროყაშვილი მალდივის კუნძულებზე მოგზაურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს გამომწერებს და ამასთან, მათ შეკითხვით მიმართავს.
“❕ზოგჯერ ფოტოს არჩევისას ვერ ვხვდები რომელი ავირჩიო.
? არის შემთხვევა, როცა ვერ ხვდები რომელი ფოტო ჯობია? ჩემს გამომწერებთან მაქვს ასეთი შეკითხვა – ❕რა სახის კონტენტს ელით ჩემგან ყველაზე მეტად? ?დაწერეთ კომენტარებში… და ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი სხვა საკითხებზეც.
დასასვენებლად ვაპირებ წასვლას და მაინც ვერ გადავწყვიტე… სად მირჩევთ დასვენებას?”, – წერს ნეკა დოროყაშვილი.

მოდელი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და საზოგადოებაც მუდმივად ადევნებს თვალს მოდელს, რომელიც მათ საოცარი ფოტოებით ანებივრებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნეკა დოროყაშვილს რჩეული ჰყავს.
ნეკას საყვარელი მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოდელმა უკვე არაერთხელ გამოაქვეყნა მასთან ერთად გადაღებული ფოტო.
ვიდეო: „სიყვარული“ – ნეკა დოროყაშვილი თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს
ნეკა დოროყაშვილი რჩეულზე წერს: „როცა შენ გვერდით სწორი მამაკაცია…“
„ქორწილის დღეს შემეხო პირველად ხელით“ – ნეკა დოროყაშვილი ქორწინების პირველ დღეებს იხსენებს
