30 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ შემოქმედებაზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „დაბადების დღე“ პრემიერა შედგა.
„გვინდოდა, სიმღერა დაბადების დღეზე ყოფილიყო, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ დაბადების დღის მილოცვა თუ გინდოდა, ან „მახალისებს ეს მზიანი დარი“ ან „Happy Birthday“ უნდა ჩაგერთო“ – რეზო ბლიაძე
