„მსოფლიოს მეორე არმია“ თავიდან საშიში იყო, ბუჩას შემდეგ – ზიზღი გამოიწვია, ახლა კი – მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები და სირცხვილი“, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
როგორც ზელენსკი აცხადებს, 100 დღის წინ, რუსეთი უკრაინაში 1 სიტყვით – „ომი” მივიდა. მისივე განმარტებით, რუსეთის არმიისგან მხოლოდ ომის დანაშაულები დარჩა.
„კიდევ ერთი ფრაზა არის აღნიშვნის ღირსი „მსოფლიოს მეორე არმია“. თავიდან ის საშიში იყო. მაშინ ის საშიში იყო, ბუჩას შემდეგ – ზიზღი გამოიწვია, ახლა კი – მხოლოდ მწარე ღიმილია, იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? ომის დანაშაულები, სირცხვილი და სიძულვილი. სიტყვა ბავშვების გვერდით ყოველ დილით არის ახალი ციფრი. დღეს – 261, რუსეთის შემოჭრას უკვე 261 ბავშვი შეეწირა. რისთვის? არ არსებობს სიტყვები, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
