LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილადელფიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია – 11

ფილადელფიაში, ერთ-ერთ უბანში ღამით, რამდენიმე ადამიანმა ცეცხლი გახსნა. პოლიციის განცხადებით, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.

ფილადელფიის პოლიციის ინსპექტორის ცნობით, რაიონში ოფიცრები პატრულირებდნენ, როდესაც შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე სროლის ხმა გაიგეს. მისი თქმით, ოფიცრებმა რამდენიმე მსროლელი დააფიქსირეს.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა შორის, 2 მამაკაცი და 1 ქალია.

ადგილზე 2 იარაღი ამოიღეს, მაგრამ ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან.