LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით: მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) აღდგომიდან მეშვიდე, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენების კვირას ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

“ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული.

ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ ,,ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან”.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”,- ნათქვამია მიტროპოლიტის ქადაგებაში.