LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის მერის მრჩეველი: სასმელი წყლის მისაღებად, რიგში რეგისტრაციაა საჭირო და, საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე ადრე, 2 დღეში შეძლებთ წყლის მიღებას

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო სოციალურ ქსელში ქალაქში არსებულ წყლის პრობლემაზე წერს.

„მარიუპოლი მიზანმიმართულად და სისტემატურად გარდაიქმნება უკრაინელების გეტოდ. „სასმელი წყლის მისაღებად, ახლა რიგში რეგისტრაციაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე ადრე, 2 დღეში შეძლებთ სასმელი წყლის მიღებას. ამის მთავარი მიზეზი ბუნებრივ წყაროებში წყლის დონის კლებაა“, – წერს ანდრიუშენკო.