LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები, აქციაზე „ერთად ევროპისკენ“, ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ და ბრიუსელში გააგზავნიან

5 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, აქცია “ერთად ევროპისკენ” გაიმართება, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც მოქალაქეები ბრიუსელში გააგზავნიან.

“საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, შევუერთდეთ ევროპულ მძლავ ოჯახს და ამას ევროკავშირის დროშაზე ხელის მოწერით ვადასტურებთ. კვირას, 5 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ვიწვევთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ფასეულია. ვიწვევთ პოლიტიკოსებს, პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით. ვიწვევთ საჯარო სექტორს და საჯარო პირებს. ვიწვევთ მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნის”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.